“ვივამედის” მოწვეული ქირურგი: მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა, ქირურგიული თვალსაზრისით, სტაბილურია
მისი მდგომარეობა, ქირურგიული თვალსაზრისით, სტაბილურია. ჩემი ერთადერთი რეკომენდაციაა, რომ პაციენტს სჭირდება ნუტრიციოლოგი, ენდოკრინოლოგი, დიეტოლოგი, რომლებიც შეურჩევენ სწორ კვებას, რის საფუძველზეც უნდა გაუმჯობესდეს მისი მდგომარეობა, – ასე აფასებს კლინიკა “ვივამედის” მიერ მოწვეული ზოგადი ქირურგი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, სააკაშვილის მდგომარეობა, ქირურგიული თვალსაზრისით, სტაბილურია.
ამასთან, კობა სახეჩიძემ კომენტარი გააკეთა ერთ-ერთ ოპერაციასთან დაკავშირებითაც, რომელიც მიხეილ სააკაშვილს რამდენიმე წლის წინ გაუკეთდა.
„პაციენტის მდგომარეობა, ქირურგიული თვალსაზრისით, სტაბილურია. მოკლედ გეტყვით, რომ პაციენტს, დიახ, ჩატარებული აქვს ოპერაცია, თუმცა, კონფიდენციალურ ინფორმაციას ვერ გავამჟღავნებ და კონკრეტულად რა ოპერაციაზეა საუბარი, ვერ გეტყვით. გეტყვით, რომ ჩემი ერთადერთი რეკომენდაციაა, რომ პაციენტს სჭირდება ნუტრიციოლოგი, ენდოკრინოლოგი, დიეტოლოგი, რომლებიც შეურჩევენ სწორ კვებას, რის საფუძველზეც უნდა გაუმჯობესდეს მისი მდგომარეობა, მოხდეს წონაში კორექცია. მეტს ვერაფერს გეტყვით.
მან თქვა, რომ პერიოდულად იღებს საკვებს, შერჩევითად. არც თქვენ არ მიირთმევთ იმას, რასაც გაძლევენ, ხომ? რაც თქვენ გინდათ, არჩევთ, იმით იკვებებით. ვფიქრობ, ნუტრიციოლოგმა უნდა შეურჩიოს სწორი კვება, რომელიც გააუმჯობესებს მის ზოგად მდგომარეობას. გამხდარია, კი. ეს ოპერაცია, რომელიც გაკეთებული აქვს, ზუსტად ამის გამო კეთდება და გამხდარი უნდა იყოს“, – განაცხადა კობა სახეჩიძემ.