გიორგი ხელაშვილი – სააკაშვილზე: სამთავრობო და საპარლამენტო ურთიერთობების დონეზე ეს საკითხი არ წარმოადგენს რაიმე დაბრკოლებას – განხილვის საგანიც კი არ არის

“სამთავრობო და საპარლამენტო ურთიერთობების დონეზე ეს საკითხი არ წარმოადგენს რაიმე დაბრკოლებას. განხილვის საგანიც კი არ არის. თუმცა, ამას ვერ ვიტყვით ევროპარლამენტის ზოგიერთი დეპუტატის პოზიციაზე”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ხელაშვილმა მსჯავრდებულ მესამე პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას “იმედის” ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილთან დაკავშირებით ლობისტური კომპანიების მხრიდან არასწორი ინფორმაციები ვრცელდება.

„ჩემთვის უცნაური იყო, რომ მოლდოვის პრეზიდენტმა წამოჭრა ეს საკითხი და ასევე ცალკეული პოლიტიკოსების, ცალკეული ჟურნალისტების მხრიდან. ასევე, რა თქმა უნდა ლობისტური კომპანიების მხრიდან, რომლებსაც დაავალეს, ფული გადაუხადეს იმისთვის, რომ მსოფლიო მასშტაბით ცნობიერება გაზრდილიყო სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით, თანაც – საკმაოდ არასწორი ფორმით, რომ მას მოწამვლის ნიშნები აქვს და რომ ეს შეიძლება, ვინმეს ჩაედინა და არაპირდაპირი მინიშნება იყო საქართველოს ხელისუფლებაზე, რაც ძალიან არასწორია უპირველეს ყოვლისა ამ კამპანიის ავტორების მხრიდან“, – განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები