გიორგი ხელაშვილი: ყველაზე მეტად რაც ჩვენ გვაძლევს საფუძველს, რომ მოვითხოვოთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და შემდგომ წევრობა, არის ჩვენი დასავლური ორიენტაცია და უკრაინის მხარდაჭერა

„უპირველეს ყოვლისა მინდა ვთქვა, რომ თუ უკრაინის მხარდაჭერა არის წინაპირობა საქართველოს ევროკავშირში წევრობის, მაშინ ხვალვე უნდა მიგვიღონ, ვინაიდან იშვიათია ქვეყანა, რომელიც თავისი შესაძლებლობის მიხედვით იმდენ მხარდაჭერას უწევს უკრაინას, როგორც საქართველო”,- ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა გიორგი ხელაშვილმა “იმედის” ეთერში საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის და შემდგომ წევრობის მოთხოვნის საფუძველს, დასავლური ორიენტაცია და უკრაინის მხარდაჭერა იძლევა.

“ყველაზე მეტად რაც ჩვენ გვაძლევს საფუძველს მიმდინარე პოლიტიკურ პროცესში, რომ მყარად ვიდგეთ და მოვითხოვოთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და შემდგომ წევრობა, არის სწორედ ჩვენი ძალიან სწორი პოზიცია, დასავლური ორიენტაცია და უკრაინის მხარდაჭერა“,- აღნიშნა ხელაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები