მიხეილ სარჯველაძე: რომ მოხდეს სასჯელის გადავადება ან სასჯელისგან პირის გათავისუფლება, უნდა იყოს არგუმენტირებული ლეგიტიმურად

უნდა მივეჩვიოთ ყველა, როდესაც საუბარი ეხება სამართლებრივ საკითხებს ან ნებისმიერ დისკუსიას, იქ გვჭირდება არა შიშველი მოთხოვნების წამოყენება, არამედ იმავდროულად უნდა ვეცადოთ, რომ არგუმენტებით გავამაყაროთ საკუთარი მოთხოვნა, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რითაც ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადება/გაუქმებასთან დაკავშირებით ოპოზიციის ნაწილის მოთხოვნას გამოეხმაურა.

„მოთხოვნა იმასთან დაკავშირებით, რომ მაგალითად მოხდეს სასჯელის გადავადება ან სასჯელისგან პირის გათავისუფლება, უნდა იყოს არგუმენტირებული ლეგიტიმურად – ვარგისი არგუმენტებიც, რომლებიც იქნება ისეთი, რომელიც ჩვენი კანონმდებლობის მიხედვით, ითვლება ასეთი მოთხოვნების განმაპირობებლად“, – განაცხადა სარჯველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები