მიხეილ სარჯველაძე – სააკაშვილს მომხრეები ეუბნებიან: „მიდი, მიაწექი და ჩვენ უცხოეთში გადაგიყვანთ“, აბსურდია, ტყუილად ეუბნებიან
მომხრეები ეუბნებიან, მიდი, მიაწექი ეგრე და ჩვენ ახლა უცხოეთში გადაგიყვანთ, აბსურდია, ტყუილად ეუბნებიან, არასწორია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, სააკაშვილის ბევრი გულშემატკივარი ცდილობს, რომ პოლიტიკური ქულა მიიღოს და ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას არაჰუმანური ამოცანების გადაწყვეტისთვის იყენებენ.
„მისი მომხრე ყველა, დიდი ნაწილი მაინც, ვინც შედის, იმას კი არ ეუბნება, რომ მიიღე ეს საჭმელი, რადგან, შეიძლება პრობლემა გქონდეს, ეუბნებიან, რომ მიდი, მიაწექი ეგრე და ჩვენ ახლა უცხოეთში გადაგიყვანთ, აბსურდია, ტყუილად ეუბნებიან, არასწორია.
ოჯახს ვერ დავადანაშაულებ, არ იქნება სწორი, მაგრამ დღეს სააკაშვილის ბევრი გულშემატკივარი ცდილობს, რომ პოლიტიკური ქულა მიიღოს და სააკაშვილის ყოფითი გაგებით მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა არაჰუმანიტარული მიზნების გადაწყვეტისთვის, პოლიტიკური ამოცანებისთვის გამოიყენოს, რომ გაათავისუფლონ“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.