ნიკა მელია: სააკაშვილის სასამართლო პროცესი 9 დეკემბერს ჩაინიშნა – გთხოვთ ფრაქცია „ნაცმოძრაობის” დეპუტატებს, პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატებს, შევხვდეთ, რათა განვიხილოთ სამოქმედო გეგმა
“მეგობრებო! მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი ჩაინიშნა 9 დეკემბერს, 13 საათზე. ამ ეტაპზე, ერთიანი და კონსოლიდებული მოქმედება გადამწყვეტია”,- ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს.
მელია ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატებს, პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატებს შეხვედრას და სამოქმედო გეგმის განხილვას სთავაზობს.
,,არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი, რომ ამ პროცესს ხელი შევუწყოთ ჩვენი ერთობითა და თანამშრომლობით როგორც ერთმანეთთან, ისე – დაცვისა მხარესა და მიხეილ სააკაშვილის ოჯახთან.
შესაბამისად, გთხოვთ ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატებს, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეობის კანდიდატებს, პარტიის სამდივნოს წევრებს, შევხვდეთ ხვალ, 12 საათზე “ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალურ ოფისში, რათა განვიხილოთ უახლოესი დღეების სამოქმედო გეგმა და შევაჯეროთ პოზიციები”, – წერს ნიკა მელია.