მამუკა მდინარაძე – ოპოზიციაზე: ვენეციის კომისიის პოზიტიური დასკვნა მათ ხელს არ აძლევს

“შეიძლება, ჩვენი ოპონენტები იძულებულნი გახდნენ, პოზიცია შეიცვალონ იქიდან გამომდინარე, რომ ვენეციის კომისიის პოზიტიური დასკვნა მათ ხელს არ აძლევს”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიცია გამოუვალ მდგომარეობაშია.

„შეიძლება, ჩვენი ოპონენტები იძულებულნი გახდნენ, პოზიცია შეიცვალონ იქიდან გამომდინარე, რომ ვენეციის კომისიის პოზიტიური დასკვნა მათ ხელს არ აძლევთ და ახლა ისინი სპეკულირებენ იმის შესახებ, რომ მათ რეკომენდაციებს არ ვიზიარებთ, როდესაც ობიექტურად აღმოჩნდა, რომ არის კარგი არა მხოლოდ ჩვენი, არამედ ვენეციის კომისიისა და ეუთო ოდირის შეფასებით. მეორე ფაქტორია ის, რომ ვენეციამ და ეუთო/ოდირ-მა გააკრიტიკა არა მმართველი გუნდი, რომელმაც შექმნა ეს ნორმები, არამედ გააკრიტიკა ოპოზიცია, რომელიც არ იღებს მონაწილეობას მის შექმნაში. ახლა გამოუვალი მდგომარეობა აქვთ და რაღაცებს ლაპარაკობენ, მაგრამ ეს რაღაცები ჰაერშია იქიდან გამომდინარე, რომ ობიექტურად, ერთი მხრივ, ობიექტურად შეფასდა დოკუმენტი და მეორე მხრივ გაკრიტიკებული იქნა ოპოზიცია. ეს არის და ეს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები