რატი იონათამიშვილი: ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირ-ის დასკვნამ ოპოზიციას ცივი შხაპი გადაასხა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირ-ის დასკვნამ ოპოზიციას ცივი შხაპი გადაასხა.
მისი თქმით, ოპოზიცია საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესისთვის ხელის შეშლას ცდილობს.
“ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირ-ის დასკვნამ ცივი შხაპი გადაასხა ოპოზიციას. ერთი მხრივ, დადებითად არის შეფასებული სამუშაო პროცესი და, მეორე მხრივ, არის რადიკალური ოპოზიციის კონკრეტული კრიტიკა, რომელიც არ ჩაერთო ამ სამუშაო პროცესში და ამის არგუმენტები არ ჰქონია. ეს არგუმენტები მათ ცხადია, არც ახლა აქვთ და რეაქციით, რომელიც აქვთ ამ რეკომენდაციების მიმართ, ისინი საკუთარ რეალურ ბუნებას აჩენენ – სინამდვილეში არიან წინააღმდეგი საქართველოს ევროინტეგრაციის და ყველაფერს ცდილობენ, რამენაირად ხელი შეუშალონ ამ პროცესს“, – განაცხადა იონათამიშვილმა.