კასიანოვი: უკრაინული მხარე გააგრძელებს ყველა სამართლებრივი ზომის მიღებას უკრაინის მოქალაქეების, მათ შორის, სააკაშვილის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად

უკრაინული მხარე გააგრძელებს ყველა საკონსულო და სამართლებრივი ზომის მიღებას უკრაინის მოქალაქეების, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად, – ამის შესახებ უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა საქართველოში, ანდრეი კასიანოვმა უკრაინის საელჩოში გამართულ წლის შემაჯამებელ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, სააკაშვილთან დაკავშირებულ საკითხს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დღეს ჩანიშნულ სამუშაო შეხვედრაზე პირადად დააყენებს.

„უკრაინული მხარე შეშფოთებულია უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებით. მე პირადად არაერთი შეხვედრა გავმართე სამედიცინო ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელობასთან, ასევე, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებთან. ამასთან, 2022 წლის 2 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილს ეწვია საელჩოს საკონსულოს თანამდებობის პირი, რის შესახებაც ოპერატიულად ვაცნობეთ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობას. ამ საკითხს დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე პირადად დავაყენებ.
მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ უკრაინული მხარე გააგრძელებს ყველა საკონსულო და სამართლებრივი ზომის მიღებას უკრაინის მოქალაქეების, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად“, – განაცხადა ბრიფინგზე კასიანოვმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები