გიორგი ტყემალაძემ უკრაინაში ქართველი მებრძოლების დაღუპვასთან დაკავშირებით სამძიმარი გამოთქვა

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ უკრაინაში ქართველი მებრძოლების დაღუპვასთან დაკავშირებით სამძიმარი გამოთქვა, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

“დედაქალაქის საკრებულოსა და პირადად ჩემი სახელით, ვუსამძიმრებ უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების ოჯახებს. თითოეული ქართველის დაკარგვა აუნაზღაურებელი დანაკლისია ჩვენი ქვეყნისთვის. კიდევ ერთხელ თანაგრძნობას ვუცხადებ გარდაცვლილების ოჯახებსა და ახლობლებს, მთელ საქართველოს “- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები