“პუტინს არ უნდა მიეცეს საშუალება, დაყოს მსოფლიო ბლოკებად და გავლენის სფეროებად” – ოლაფ შოლცი

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი მსოფლიოს ბლოკებად დაყოფის გამო ახალი ცივი ომის საფრთხეზე საუბრობს და მოუწოდებს მსოფლიო ლიდერებს, ძალისხმევა ახალი პარტნიორობის შექმნისკენ მიმართონ.

ამის შესახებ ჟურნალ Foreign Affairs-ის სტატიაშია ნათქვამი.

”2022 წლის თებერვალში უკრაინაზე რუსეთის სასტიკი თავდასხმა იყო ფუნდამენტურად ახალი რეალობის დასაწყისი. როდესაც პუტინმა თავდასხმის ბრძანება გასცა, მან გაანადგურა მშვიდობის ევროპული და საერთაშორისო არქიტექტურა, რომლის აშენებას ათწლეულები დასჭირდა. რუსეთის მოქმედებს, როგორც იმპერიული სახელმწიფო და ცდილობს ძალის გამოყენებით საზღვრების გადაწერას, რათა კვლავ დაყოს მსოფლიო ბლოკებად და გავლენის სფეროებად“, – წერს შოლცი.

მისი თქმით, მსოფლიომ არ უნდა დაუშვას რუსეთის პრეზიდენტს დასახული მიზნების მიღწევა და „რუსეთის რევანშისტური იმპერიალიზმი უნდა შეჩერდეს“.

„ამ მომენტში გერმანიის გადამწყვეტი როლი არის, გახდეს ევროპაში უსაფრთხოების ერთ-ერთი მთავარი პროვაიდერი ჩვენს შეიარაღებულ ძალებში ინვესტიციებით, ევროპის თავდაცვის ინდუსტრიის გაძლიერებით, ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგზე ჩვენი სამხედრო ყოფნის გაძლიერებით და უკრაინის შეიარაღებული ძალების წვრთნითა და აღჭურვით”, – ამბობს გერმანიის კანცლერი.

მისი თქმით, ნატო-ს ქმედებებს არ უნდა მოჰყვეს რუსეთთან პირდაპირი კონფრონტაცია, მაგრამ ალიანსმა უნდა შეაჩეროს რუსეთის შემდგომი აგრესია.

„მოსკოვისთვის ჩვენი გზავნილი ძალიან მკაფიოა: ჩვენ მზად ვართ, დავიცვათ ნატო-ს ტერიტორიის ყოველი სანტიმეტრი ნებისმიერი შესაძლო აგრესიისგან“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები