ნიკოლოზ ბარათაშვილის 205 წლის იუბილესთან დაკავშირებით სტუდენტების საღამო გაიმართება

5 დეკემბერს, 16:00 საათზე, ნიკოლოზ ბარათაშვილის 205-ე წლის იუბილესთან დაკავშირებით, კავკასიის უნივერსიტეტის ქართული ფილოლოგიის სტუდენტების ორგანიზებით, კავკასიის უნივერსიტეტის წიგნის მაღაზიაში „ლიბრარეა“,  ნიკოლოზ ბარათშვილის საღამო გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, საღამოს გაუძღვება, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი – თამარ შარაბიძე.
ნიკოლოზ ბარათაშვილის საღამო დაეთმობა შემდეგი თემების განხილვას:
ნიკოლოზ ბარათაშვილის სიცოცხლის ბოლო წლები;
მისი საზოგადოებრივი მოღვაწეობა და მხატვრული შემოქმედება;
მისი სამსახური ნახჭევანსა (1844 წლის ნოემბრის ბოლოდან 1845 წლის მარტის დასასრულამდე) და განჯაში (1845 წლის 19 ივნისიდან 9 ოქტომბრამდე);
პოეტისა და აზერბაიჯანელი პოეტი ქალის, გონჩა ბეიმის ურთიერთობაზე, ამ უკანასკნელის ვინაობასა და შემოქმედებაზე, აგრეთვე იმ ლექსის თარგმანის შესახებ, რომელიც მოიხსენიება ბარათაშვილის – მაიკო ორბელიანისადმი მიწერილ ბარათში (1945 წ. 9 თებერვალი).
რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://tinyurl.com/yzkaws4y

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები