ინდონეზიაში ვულკანი სემერუ ამოიფრქვა
ინდონეზიაში, იავას კუნძულზე დღეს, 4 დეკემბერს ვულკანის ამოფრქვევა მოხდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას “Reuters” ავრცელებს.
„ინდონეზიური ვულკანმა სემერუმ, იავას კუნძულზე, დღეს დილით ამოფრქვევა დაიწყო“, – ინფორმაციას სააგენტო კატასტროფების მართვის ეროვნულ სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
კატასტროფების მართვის ეროვნული სამსახური ადგილობრივ მოსახლეობას მოუწოდებს – ამოფრქვევის ცენტრს 5 კილომეტრის რადიუსით არ მიუახლოვნდნენ და ასევე მდინარეებს 500 მეტრის მანძილზე.
როგორც ცნობილია, დაწყებულია მოსახლეობის ევაკუაცია.