დავით ქართველიშვილი: ,,ნაცმოძრაობასთან,, მიმართებით ტერმინი “გარდაცვალებაც” – მკრეხელობაა; სახეზეა “პარტიის” ბანალური ბიოლოგიური სიკვდილი

“ხალხის ძალის” წევრი, დავით ქართველიშვილი “ქართული ოცნების” ოფისთან დღეს გამართული აქციას ეხმიანება.

როგორც ქართველიშვილი წერს, სახეზეა “პარტიის” ბანალური ბიოლოგიური სიკვდილი.

“ქართველებს გვაქვს რამდენიმე საკრალური თარიღი, რომელიც ოდესღაც ცოცხალი ორგანიზმის გარდაცვალებას უკავშირდება: 3, 9, 40 დღე და წლისთავი. ამ შემთხვევაში, ნაცმოძრაობასთან მიმართებით, ტერმინი “გარდაცვალებაც” – მკრეხელობაა. სახეზეა “პარტიის” ბანალური ბიოლოგიური სიკვდილი. პოლიტიკური მნიშვნელობის მასშტაბით, ჯერ კიდევ, სიდიდით მეორე პარტიის – უეჭველი სიკვდილი. პოლიტიკურ სასაფლაოზე მას ორი ვარიანტი ელოდება: “ნივიჟუ” გაუკეთოს თავის გაცივებულ სხეულს – მაშინ მუნიციპალური ხარჯებით, “ბომჟების” სასაფლაო ზონაში მიაბარებენ მიწას, ან პირიქით – ძვირადღირებულ კერძო სასაფლაოზე მოუძებნონ მას “საპატიო” ადგილი…”- წერს ქართველიშვილი Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები