ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ბოლნისში უეფას III კატეგორიის შესაბამისი, 4500 მაყურებელზე გათვლილი, ბუნებრივრივსაფარიანი სტადიონის პროექტირებას იწყებს
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ბოლნისში უეფას III კატეგორიის შესაბამისი, 4500 მაყურებელზე გათვლილი, ბუნებრივრივსაფარიანი სტადიონის პროექტირებას იწყებს.
მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ახალი სპორტული ინფრასტრუქტურა, საფეხბურთო მატჩებთან ერთად, გათვალისწინებული უნდა იყოს რაგბის თამაშებისთვისაც.
“საერთაშორისო საფეხბურთო და სარაგბო სტანდარტების მიხედვით, სტადიონზე უნდა მოეწყოს გუნდებისა და მსაჯების გასახდელები, საშხაპეები, საკონფერენციო და სამედიცინო სივრცეები, მედია ცენტრი და კომერციული ობიექტები.
პროექტის მიხედვით, სტადიონის ტერიტორიაზე გათვალისწინებული უნდა იყოს განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის ადაპტირებული ავტოსადგომი.
ბოლნისის ახალი სტადიონი უზრუნველყოფილი იქნება თანამედროვე სარწყავი, უსაფრთხოების, განათებისა და ტრანსლაციისთვის საჭირო აუდიო-ვიზუალური სისტემებით.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, ზამურ ჭითანავამ, საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრ რევაზ სოხაძესთან, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორ ბექა ურუშაძესთან, საქართველოს პარლამენტის წევრ დავით შერაზადიშვილთან, ქვემო ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ ილია ჯალაღანიასთან და ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი სვანიძესთან ერთად, ახალი სტადიონისთვის განკუთვნილი ტერიტორია დაათვალიერა”, – წერია ინფორმაციაში.