ბოჟაძე – “მოსკოვის მექანიზმის” დასკვნაზე: უნდა ითქვას, რომ დასკვნა არის არაობიექტური და ძალიან ბევრი გადაუმოწმებელი ფაქტია
“პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ დასკვნა არის არაობიექტური და ძალიან ბევრი გადაუმოწმებელი ფაქტია. როგორც ჩანს, ეს დასკვნა თბილისში დაწერილი დაახვედრა რადიკალურმა ოპოზიციამ”, – ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის – „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ, ვლადიმერ ბოჟაძემ “მოსკოვის მექანიზმის” დასკვნაზე საუბრისას განაცხადა.
„პოლონეთი და პოლონეთის ხელისუფლება „ნაციონალური მოძრაობის“ ძალიან აქტიური მხარდამჭერია და გვახსოვს იგივე ტუსკის განცხადება, სააკაშვილისთვის დადგმული ცარიელი სკამი EPP-ს ყრილობაზე და ა.შ. ეს იმ უსამართლო პოლიტიკის გაგრძელებაა, რომელიც თითქმის 5 წელია გრძელდება ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით და, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი, პირველ რიგში რუსეთ-უკრაინის ომს უკავშირდება“, – თქვა ბოჟაძემ.