ზამურ ჭითანავამ ბოლნისის მუნიციპალიტეტში რეაბილიტირებული 2 საბავშვო ბაღი დაათვალიერა
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა – ზამურ ჭითანავამ, საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრ რევაზ სოხაძესთან, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორ ბექა ურუშაძესთან, საქართველოს პარლამენტის წევრ დავით შერაზადიშვილთან, ქვემო ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ ილია ჯალაღანიასთან და ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი სვანიძესთან ერთად, ბოლნისის მუნიციპალიტეტში რეაბილიტირებული 2 საბავშვო ბაღი დაათვალიერა.
მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, სოფელ ქვემო ბოლნისის 125 ბავშვზე გათვლილი ამორტიზებული საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია დასრულდა.
“შენობაში გათვალისწინებული იქნება ბავშვების განათლების, სოციალიზაციისა და უსაფრთხოებისთვის აუცილებელი ყველა საჭიროება.
ბაღში, სასწავლო და მოსასვენებელ ოთახებთან ერთად, მოეწყობა სათამაშო და რეკრეაციულ ზონები, ეზო და სათამაშო მოედნები.
პროექტის ფარგლებში, ქვემო ბოლნისის საბავშვო ბაღში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, მოეწყო ადაპტირებული შიდა და გარე სივრცეები.
სოფელ ტანძიაში 100 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის პროექტის ფარგლებში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, მოეწყო ადაპტირებული შიდა და გარე სივრცეები.
შენობაში გათვალისწინებულია ბავშვების განათლების, სოციალიზაციისა და უსაფრთხოებისთვის აუცილებელი ყველა საჭიროება.
ტანძიის საბავშვო ბაღში სასწავლო და მოსასვენებელ ოთახებთან ერთად მოეწყობა სათამაშო და რეკრეაციული ზონები, ეზო და სათამაშო მოედნები, რაც ბავშვებისთვის კომფორტული გარემოს შექმნას ემსახურება”, – წერია ინფორმაციაში.