“ნივთმტკიცებად ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული – 35 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება “ალფა პვპ” – დაკავებულია 1 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისა და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი პირი – 1984 წელს დაბადებული თ.ბ. დააკავეს.
შსს-ს ცნობით, პოლიციამ ბრალდებულის პირადი და ავტომობილის ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღო სარეალიზაციოდ გამზადებული – 35 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება “ალფა პვპ”.
“გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, – წერია ინფორმაციაში.