ჯაბა ხუბუა: სად იყო ეუთო და მისი ,,მოსკოვის მექანიზმი” მაშინ, როცა 21 წლის უდანაშაულო პატიმარი ნაცჯალათებმა გლდანის ციხეში სასტიკი წამებით მოკლეს, მისი ცხედარი კი ძაღლივით დამარხეს – რამდენი ასეთი დანაშაული აქვს ჩადენილი ნაცჯალათურ რეჟიმს, მაგრამ ეუთოს ,,მოსკოვის მექანიზმი” მაშინ სირაქლემას პოზაში იდგა – ქვიშაში თუ მიშაში თავჩარგული

“სად იყო ეუთო და მისი ,,მოსკოვის მექანიზმი,, მაშინ, როცა 21 წლის უდანაშაულო პატიმარი, ობოლი ბიჭი ელდარ ქობალია ნაცჯალათებმა გლდანის ციხეში სასტიკი წამებით მოკლეს, მისი ცხედარი აფრიკის დასახლებაში, ე.წ. ველის სასაფლაოზე ძაღლივით დამარხეს, მერე კი ბიჭის ნაწამები, დასახიჩრებული ცხედარი სოფელ საბერიოში ბებია-ბაბუას იმ პირობით გადასცეს, რომ ხმას არ ამოიღებდნენ,” – ამის შესახებ ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა X-ზე წერს.

ხუბუა იხსენებს “ნაციონალური მოძრაობის” ჩადენილ დანაშაულებს და ხაზს უსვამს, რომ “კიდევ რამდენი ასეთი დანაშაული აქვს ჩადენილი რეჟიმს, მაგრამ ეუთოს ,,მოსკოვის მექანიზმი” მაშინ სირაქლემას პოზაში იდგა – ქვიშაში თუ მიშაში თავჩარგული”.

“სად იყო ეუთო და მისი ,,მოსკოვის მექანიზმი,, მაშინ, როცა 21 წლის უდანაშაულო პატიმარი, ობოლი ბიჭი ელდარ ქობალია ნაცჯალათებმა გლდანის ციხეში სასტიკი წამებით მოკლეს, მისი ცხედარი აფრიკის დასახლებაში, ე.წ. ველის სასაფლაოზე ძაღლივით დამარხეს, მერე კი ბიჭის ნაწამები, დასახიჩრებული ცხედარი სოფელ საბერიოში ბებია-ბაბუას იმ პირობით გადასცეს, რომ ხმას არ ამოიღებდნენ.

ან მაშინ სად იყო ეუთო-ს ,,მოსკოვის მექანიზმი” როცა უდანაშაულო პოლკოვნიკი სერგო თეთრაძე ჯალათურმა ნაცრეჟიმმა წამებით მოკლა და სანამ გაუპატიურების მცდელობისას გული გაუსკდებოდა, მისი არაადამიანური ბღავილი მთელ ციხეს ესმოდა.

რამდენი ასეთი დანაშაული აქვს ჩადენილი ნაცჯალათურ რეჟიმს, მაგრამ ეუთოს ,,მოსკოვის მექანიზმი” მაშინ სირაქლემას პოზაში იდგა – ქვიშაში თუ მიშაში თავჩარგული”- წერს ხუბუა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები