თენგიზ შარმანაშვილი – დავით დარჩიაშვილის განცხადებაზე: არ არსებობს, არა, გლობალური ქსელი ? გინდა “დიფ სთეითი” დაარქვი, გინდა გლობალური რადიკალური ცენტრი, გინდა გლობალური ომის პარტია
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციონერი დავით დარჩიაშვილის განცხადებას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, „იმედის” სანქციები საერთაშორისო გლობალური სამართლის პრინციპებზე დაფუძნებული დიდი მმართველობითი ქსელის ერთ-ერთი ცენტრიდან მოდის.
შარმანაშვილის თქმით, ოპოზიცია თავადვე აღიარებს გლობალური ქსელის არსებობას, შესაბამისად, არ აქვს მნიშვნელობა, მას “დიფ სთეითი” ერქმევა თუ სხვა სახელი.
“არ არსებობს, არა, გლობალური ქსელი ? გინდა “დიფ სთეითი” დაარქვი, გინდა გლობალური რადიკალური ცენტრი, გინდა გლობალური ომის პარტია, გინდა გლობალური კეთილშობილური გაერთიანება. თავად ამბობენ, მოუსმინეთ”, – წერს შარმანაშვილი სოციალურ ქსელში.