“თუკი საკუთარ ქვეყანას არ შეუძლია საკუთარი ინტერესების დაცვა, მაშინ ის ვერც პარტნიორობას შეძლებს; ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ყველა ამოვიდეთ ჩვენი ეროვნული ინტერესიდან” – პაპუაშვილი

“თუკი საკუთარ ქვეყანას არ შეუძლია საკუთარი ინტერესების დაცვა, მაშინ ის ვერც პარტნიორობას შეძლებს, ყველაზე მეტი, რაც მას შეუძლია საერთაშორისო ურთიერთობაში – ეს არის ვასალობა, ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ყველა ამოვიდეთ ჩვენი ეროვნული ინტერესიდან”, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა.

„საქართველო საგარეო პოლიტიკის ლაბორატორიების და ექსპერიმენტის ადგილი არ უნდა იყოს. თქვენ ექსპერიმენტს ატარებდით გამოგონილი ეკლესიითა და რელიგიით, თქვენ ექსპერიმენტი გიყვართ. ექსპერიმენტი შეიძლება ატაროთ თქვენს პარტიაში, შეიძლება საკუთარ ქვეყანაშიც ატაროთ ექსპერიმენტი, მაგრამ სხვა ქვეყნები, „რეჟიმ ჩეინჯები“ ცოტა სხვა პასუხისმგებლობაა“, – მიმართა შალვა პაპუაშვილმა ვახტანგ მეგრელიშვილს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები