ირაკლი წერეთელი – „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე: გაუმარჯოს აშშ-ს,რომელიც არ შეუერთდა ანტიქრისტიანულ და ანტიქართულ ყოვლად საზიზღარ და სამარცხვინო ანგარიშსა და განცხადებას საქართველოს წინააღმდეგ

პოლიტიკოსი ირაკლი წერეთელი ეუთო-ს მოსკოვის მექანიზმის ანგარიშს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ აშშ არ შეუერთდა 24 ქვეყნის მიერ მხარდაჭერილ ანგარიშს და ამ ქვეყნების მიერვე გავრცელებულ განცხადებას.

როგორც ის აღნიშნავს, უმრავლესობამ არ ინება საქართველოს წინააღმდეგ უკეთურმოქმედება და საქართველომ ამჯერადაც გაიმარჯვა.

„დიდება უფალს და გაუმარჯოს აშშ-ს,რომელიც არ შეუერთდა ანტიქრისტიანულ და ანტიქართულ ყოვლად საზიზღარ და სამარცხვინო ანგარიშსა და განცხადებას საქართველოს წინააღმდეგ! 54 ქვეყნიდან 33 ქვეყანამ ანუ უმრავლესობამ არ ინება საქართველოს წინააღმდეგ უკეთურმოქმედება! საქართველომ ამჯერადაც გაიმარჯვა და საქართველო აუცილებლად დაიფრენს ღმერთისა და სარწმუნოების მოღალატე ამ თახსირბაშებს!“- წერს წერეთელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები