ტაკერ კარლსონი აცხადებს, რომ იუსტიციის დეპარტამენტი მისთვის ბრალის წარდგენას აპირებს უცხოელი აგენტების კანონის დარღვევისთვის და ირწმუნება, რომ CIA-მ ირანის ომთან დაკავშირებით მისი შეტყობინებები წაიკითხა

ამერიკელმა ჟუნრალისტმა, ტაკერ კარლსონმა შაბათ საღამოს განაცხადა, რომ იუსტიციის დეპარტამენტი ემზადება მისთვის ბრალის წასაყენებლად, თითქოს, ის უცხო ქვეყნის არარეგისტრირებული აგენტი იყოს.

კარლსონის თქმით, ეს რეკომენდაცია ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ (CIA) მას შემდეგ გასცა, რაც სააგენტომ ირანთან ომის დაწყებამდე მისი ტექსტური შეტყობინებები წაიკითხა.

კარლსონმა ასევე თქვა, რომ CIA-ს ზოგი თანამშრომელი შეიძლება მიზანში იღებდეს მას „ისრაელის შესახებ მისი შეხედულებების” გამო.“

„ცოტა ხნის წინ გავიგე, რომ CIA ჩემ წინააღმდეგ ამზადებს რაღაც ტიპის კრიმინალურ მიმართვას, დანაშაულის შესახებ ანგარიშს, რომელიც იუსტიციის დეპარტამენტს უნდა გადაეგზავნოს, იმ სავარაუდო დანაშაულის საფუძველზე, რომელიც თითქოს მე ჩავიდინე ირანში მყოფ ადამიანებთან საუბრის გამო. რა არის ეს დანაშაული? ის, რომ ირანში მცხოვრებ ადამიანებთან ვსაუბრობდი ომის დაწყებამდე. მათ ჩემი ტექსტური შეტყობინებები წაიკითხეს”, – განაცხადა ტაკერ კარლსონმა.

მისივე თქმით, სავარაუდოდ, ბრალდების წარდგენას FARA-ს მიხედვით აპირებენ, რომელიც ავალდებულებს ადამიანებს, რომლებიც უცხო ქვეყნების მთავრობებისგან იღებენ ფულს ლობირებისთვის ან პოლიტიკური საქმიანობისთვის, დარეგისტრირდნენ იუსტიციის დეპარტამენტში.

„როგორც ჩანს, ისინი განიხილავენ რაღაც უცხოელი აგენტების შესახებ კანონს ან მსგავს რამეს – უცხო ქვეყნის მთავრობის აგენტის როლს. არ ველოდები, რომ ეს შორს წავა. ზედმეტად არ მაშფოთებს ჩემს წინააღმდეგ რეალური სისხლის სამართლის საქმის აღძვრა რამდენიმე მიზეზის გამო.

პირველ რიგში, მე არ ვარ უცხო ქვეყნის მთავრობის აგენტი, ბევრი ადამიანისგან განსხვავებით, ვინც ამერიკულ პოლიტიკასა და მსოფლიო მოვლენებზე კომენტარს აკეთებს. მე მხოლოდ შეერთებული შტატების მიმართ მაქვს ერთგულება და არასდროს მიმოქმედია მის წინააღმდეგ. აშშ-ის ინტერესები ერთადერთია, რაც მაინტერესებს, რადგან მე აქედან ვარ და შვილები მყავს. ასე რომ, ეს პრობლემა არ არის.

ასევე, არასდროს მიმიღია ფული ვინმესგან, არ მჭირდება, არ მინდა და ეს დამტკიცებულია. უფრო მეტიც, ჩემი საქმეა მუდმივად ვესაუბრო ყველას და ვეცადო გავიგო, რა ხდება მსოფლიოში. ეს არის სიტყვასიტყვით ჩემი ცხოვრების გზა და არ ვაპირებ ამის შეწყვეტას. მეც ამერიკელი ვარ, შემიძლია ნებისმიერთან ვისაუბრო. დასამალი არაფერი მაქვს, არანაირი საიდუმლო. ამიტომ, იურიდიული თვალსაზრისით, ამ საქმეს სასაცილოდ მივიჩნევ. მეეჭვება, რომ გაამართლოს”, – განაცხადა კარლსონმა.

მისივე თქმით, ირონიულია ის ფაქტი, რომ აშშ თავისუფლების სახელით იბრძვის, მაგრამ, ომების დროს, ეს თავისუფლება ქვეყანაში ყოველთვის მცირდება.

„ამ საკითხს რამდენიმე მიზეზის გამო ვსვამ და ისინი საკმაოდ აშკარაა. პირველი, ქვეყნები ომის დროს უფრო ავტორიტარულები ხდებიან. ეს ომის ბუნებაა. ადამიანები იღუპებიან. ფსონები მაღალია. ადამიანების ემოციები მაღალია და კიდევ უფრო ძლიერდება, ამიტომ, ქვეყნის შიგნით ნებისმიერი ფორმის დისიდენტობის მიმართ ტოლერანტობა მნიშვნელოვნად მცირდება.

რა თქმა უნდა, ირონია ის არის, რომ შეერთებული შტატები თავისუფლების სახელით იბრძვის, მაგრამ ომების დროს ჩვენს ქვეყანაში იგივე თავისუფლება ყოველთვის მცირდება. ეს ფართოდ აღიარებული ფენომენია და, სავარაუდოდ, ახლაც მოხდება.“ – აღნიშნა ტაკერ კარლსონმა.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები