მათიკაშვილი – “მოსკოვის მექანიზმის” ფარგლებში მომზადებულ ანგარიშზე: თეთრი ძაფით ნაკერი და შეთითხნილი ბრალდებებით გაჯერებული კიდევ ერთი თავდასხმა ქართველ ხალხზე

“თეთრი ძაფით ნაკერი და შეთითხნილი ბრალდებებით გაჯერებული კიდევ ერთი თავდასხმა ქართველ ხალხზე, რომელსაც აბსოლუტურად არაფერი აქვს საერთო იმ რეალობასთან, რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში”, – ამის შესახებ მმართველი გუნდია დეპუტატი, დავით მათიკაშვილი აცხადებს.

კერძოდ, ის “მოსკოვის მექანიზმის” ფარგლებში მომზადებულ ანგარიშზე საუბრობს.

“რა თქმა უნდა, ის დაჩქარებული ტემპი, თითქოს ამ მისიის გამოყენებისა, პირდაპირ მეტყველებს იმას, რომ პრაქტიკულად ვივარაუდოთ, ეს ყველაფერი უკვე დაწერილი ჰქონდათ თავის დროზე, მრავალგვერდიანი ე.წ. დასკვნა და მხოლოდ და მხოლოდ თვალის ასახვევად იყო ეს ქალბატონი ჩამობრძანებული 2 დღით საქართველოში, პირველად, რომელიც საერთოდ არ იცნობს ქვეყნის არც პოლიტიკურ ლანდშაფტს, არც იმ მდგენელს, რაზედაც მან თითქოს ის ე.წ. დასკვნა დაწერა. პრაქტიკულად, კიდევ ერთხელ გაცხადდა სურვილი ცალკეული ძალებისა, საქართველოს წინააღმდეგ შეიქმნას და შეითითხნოს ე.წ. საქმე, რომ შემდგომ უკვე ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, აპელირება მოახდინონ ამ ფარატინა ქაღალდებზე”, – ამბობს დეპუტატი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები