სამტრედიის მერიამ შშმ პირთა საერთაშორისო დღე დღის ცენტრ “ლამპარში” აღნიშნა

სამტრედიის მერიის ინფორმაციით,  მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლებმა შშმ პირთა საერთაშორისო დღე დღის ცენტრ ,,ლამპარში” აღნიშნეს.
განათლების, განვითარების და დასაქმების ცენტრთან მრავალწლიანი თანამშრომლობის ტრადიცია არც ამჯერად დაირღვა და ,,ლამპრის” 17 აღსაზრდელს სხვადასხვა საჩუქარი გადაეცა.
“დღეს განსაკუთრებული დღეა.  შშმ პირთა უფლებების დაცვა, მათთვის შესაბამისი გარემოს შექმნა და მათთვის შესაძლებლობების რეალიზების ხელშეწყობა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ვთანამშრომლობთ დღის ცენტრ ,,ლამპართან” და მომავალში  ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდება”, – განაცხადა დავით ბახტაძემ.
შშმ ბავშვთა ზრუნვაზე, პედაგოგთა ჩართულობაზე და ზოგადად, დღის ცენტრის მნიშვნელობაზე ისაუბრა EDEC-ის ბავშვთა დაცვის პროგრამის მენეჯერმა, სოფიო კუპატაძემ.
ბავშვების განწყობაზე ანიმაციურმა გმირებმაც იზრუნეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები