გია ვოლსკი: „ნაცმოძრაობა“ არის გაღატაკებული, როგორც პოლიტიკური სუბიექტი

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, ინტელექტის დეფიციტი არის მთავარი პრობლემა, რომელიც „ნაცმოძრაობას“ გააჩნია.

„ინტელექტის დეფიციტი არის მთავარი პრობლემა, რომელიც გააჩნია კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას. აშკარად ჩანს, რომ „ნაცმოძრაობა“ არის გაღატაკებული, როგორც პოლიტიკური სუბიექტი და ჩამოყალიბდა, როგორც დესტაბილიზაციის შემქმნელი, მსურველი, ყოველ შემთხვევაში, გუნდი“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ორ ბანაკად გაყოფილ „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირება მწვავდება. ახალი თავმჯდომარის ასარჩევად ერთი პარტიის წევრები ერთმანეთს მედიის საშუალებით ესაუბრებიან. პარალელურად პარტიის წევრები აქტიურად საუბრობენ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, მაშინ როცა ოჯახის მოთხოვნა საპირისპიროა.

ენმ-ს პოლიტსაბჭოს წევრები 11 დეკემბერს შეიკრიბებიან და საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ, როდის და რა ფორმით ჩატარდება არჩევნები „ნაციონალურ მოძრაობაში“.  პარტიის თავმჯდომარეობა ნიკა მელიას, ლევან ხაბეიშვილსა და გიორგი მუმლაძეს სურთ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები