კელი დეგნანი: ვაგრძელებთ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე ძალიან მჭიდრო მონიტორინგს

ვაგრძელებთ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე ძალიან მჭიდრო მონიტორინგს, – ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით „ემპათიის“ დასკვნაზე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა.

ელჩის თქმით, მნიშვნელოვანია, გადაიდგას სათანადო ნაბიჯები, რაც აუცილებელია სააკაშვილის ჯანმრთელობისა და უფლებების დაცვისთვის.

„ჩვენ ვაგრძელებთ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე ძალიან მჭიდრო მონიტორინგს. ვეცნობით ახალ დოკუმენტაციას და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასკვნას, რომელიც ახლა გახდა საჯარო. უმეტესი მათგანი ჯერ ქართულ ენაზეა და გაცნობის პროცესში ვართ. ჩვენ არაერთხელ მოვუწოდეთ მთავრობას, ხელისუფლებას, რომ სააკაშვილმა უნდა მიიღოს ჯანმრთელობის შესაბამისი მკურნალობა და უფლებები უნდა იყოს დაცული. სწორედ ამ დოკუმენტაციის შემდეგ, მნიშვნელოვანია, გადაიდგას სათანადო ნაბიჯები, რაც აუცილებელია მისი ჯანმრთელობისა და უფლებების დაცვისთვის“, – განაცხადა ელჩმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები