ნიმუშები აღებულია – მიხეილ სააკაშვილს ტოქსიკოლოგიური კვლევა ჩაუტარდება
მსჯავრდადებულ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ტოქსიკოლოგიური კვლევა ჩაუტარდება. კლინიკა “ვივამედში” სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელმა სააკაშვილს კვლევისთვის საჭირო ნიმუშები უკვე აუღო.
როგორც ვასილ კაკაშვილი განმარტავს, მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, საგამოძიებო უწყებამ სააკაშვილს ტოქსიკოლოგიური კვლევისთვის საჭირო ნიმუშების აღება შესთავაზა, რაზეც თანხმობა მიიღო.
“ნიმუშები ავიღეთ, რაც გვჭირდებოდა, ბატონმა მიხეილ სააკაშვილმა თანხმობა გამოთქვა და შემდეგ ამ საქმეზე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ჩავატარებთ. მდგომარეობის შეფასება მე არ შემიძლია,” – განაცხადა ვასილ კაკაშვილმა.