აზერბაიჯანის იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძეს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სამართლებრივი ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის მედალი გადასცა

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სამართლებრივი ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის აზერბაიჯანის იუსტიციის მინისტრმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის სახელით, საქართველოს იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძეს აზერბაიჯანის იუსტიციის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებული სახელმწიფო მედალი გადასცა.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრი საქართველოში ქართულ-აზერბაიჯანული სამართლებრივი ფორუმის ფარგლებში იმყოფება.

მათივე ცნობით, ფორუმი ქალაქ ბათუმში წელს პირველად, მიმდინარე წლის მარტში გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში იმართება. ორი ქვეყნის სამართლებრივი ფორუმი ყოველწლიურ სახეს მიიღებს, რაც ქართულ-აზერბაიჯანულ დარგობრივ თანამშრომლობას კიდევ უფრო გაამყარებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები