“ევროკავშირი დღეს ყველა მიმართულებით განიცდის დეგრადაციას – როგორც ღირებულებითი, ეკონომიკური, დემოკრატიული სისტემების კუთხით” – ვატო შაქარიშვილი

“მას შემდეგ, რაც “დიფ სთეითმა” მთლიანად დაიქვემდებარა ევროკავშირის და ცალკეული წევრი სახელმწიფოების, უმრავლესობის პოლიტიკური მმართველი ელიტები, დაიწყო სამი ძირითადი ხაზის გატარება, ეს არის: ლგბტ იდეოლოგიის გაბატონება, უკონტროლო მიგრაცია და ე.წ. მწვანე პოლიტიკა”, – ამის შესახებ “ერთიანი ნეიტრალური საქართველო” აღმასრულებელი მდივანი, ვატო შაქარიშვილი აცხადებს.

როგორც შაქარიშვილი აღნიშნავს, ორი ათწლეულის განმავლობაში ამ მიმართულებით ინტენსიურმა მუშაობამ თავისი შედეგი გამოიღო და “ევროკავშირი დღეს ყველა მიმართულებით განიცდის დეგრადაციას – როგორც ღირებულებითი, ეკონომიკური, დემოკრატიული სისტემების კუთხით”.

“ფაქტობრივად, ევროპა ცივილიზაციური კრიზისის წინაშე აღმოჩნდა და ამაზე მეტყველებს ის ერთი მაგალითიც, რაც ჩვენ საფრანგეთში ვიხილეთ თუ როგორ გადაიქცა დიდი სპორტული გამარჯვება მასობრივ არეულობად. ეს არ არის რაღაც ცალკეული შემთხვევა, ეს უკვე ჩვეულ მოვლენად იქცა სხვადასხვა ევროპული დედაქალაქებისთვის. განსაკუთრებით საფრანგეთისთვის, როდესაც ეროვნული სპორტული გამარჯვებებიც კი გადაიზრდება მასობრივ არეულობებში, ამას მოჰყვება მსხვერპლი და ა.შ. მოვუწოდებთ “ქართული ოცნების” ხელისუფლებას, დროულად გამოფხიზლდეს და საზოგადოებას უთხრას სრული სიმართლე თუ რა მდგომარეობაა ევროკავშირში და შეწყვიტოს ილუზორული საგარეო პოლიტიკა”, – ამბობს შაქარიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები