“ევროპის უნივერსიტეტის” სტუდენტურმა გუნდმა პირველი სოლო კონცერტი გამართა
“ევროპის უნივერსიტეტის” სტუდენტურმა გუნდმა 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი პირველი სოლო კონცერტი გამართა.
საღამო “ევროპის უნივერსიტეტის” რექტორმა ნინო ტალიაშვილმა გახსნა. სიტყვით გამოსვლისას მან უნივერსიტეტის მიერ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განხორციელებული აქტივობები შეაჯამა და სტუდენტურ გუნდს პირველი სოლო კონცერტის გამართვა მიულოცა.
კონცერტის ფარგლებში სტუდენტურმა გუნდმა აკადემიური ნაწარმოებები, ხალხური სიმღერები და ქართული საგალობლები შეასრულა.
აღსანიშნავია, რომ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 31 მაისსა და 1 ივნისს, „ევროპის უნივერსიტეტში” ბავშვებისთვის სხვადასხვა მიმართულების ექიმებთან და სტომატოლოგებთან უფასო პროფილაქტიკური გასინჯვები ჩატარდა.