115 წლის შემდეგ პირველად – შეერთებული შტატების ერთ-ერთ წამყვან ორკესტრს ქალი უხელმძღვანელებს

სან-ფრანცისკოს სიმფონიური ორკესტრის ახალ მუსიკალურ დირექტორად ჰონგ-კონგელი დირიჟორი, ელიმ ჩანი დაინიშნა, რითაც ორკესტრის 115-წლიან ისტორიაში ეს თანამდებობა პირველად ქალმა დაიკავა. ის ესა-პეკა სალონენს შეცვლის.

სან-ფრანცისკოს სიმფონიური ორკესტრი შეერთებულ შტატებში ერთ-ერთ წამყვან აკადემიურ ანსამბლად ითვლება და ჩრდილოეთ ამერიკაში ერთ-ერთ ყველაზე პატივსაცემ ორკესტრს წარმოადგენს, რომელიც კლასიკური მუსიკის განვითარებაში მნიშვნელოვან ტენდენციებს ამკვიდრებს.

მედიის თანახმად, ორკესტრის დირიჟორად ქალის დანიშვნა, რომელიც შეერთებულ შტატებში ე.წ. „დიდი შვიდეულის“ სიმფონიური ანსამბლების ნაწილია, კლასიკური მუსიკის სამყაროში ნამდვილად მნიშვნელოვანი მოვლენაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები