პრაღის მახლობლად თვითმფრინავი ჩამოვარდა – არის მსხვერპლი
პრაღის მახლობლად თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.
როგორც ცნობილია, პატარა თვითმფრინავი ტოჩნას აეროპორტის მახლობლად მდებარე მინდორში ჩამოვარდა.
„ბორტზე ორი ადამიანი იმყოფებოდა. ადგილზე პოლიცია, მეხანძრეები და სასწრაფო დახმარების მანქანები მივიდნენ“, – ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.