აშშ-ის საელჩო: მივესალმებით საქართველოს გენერალური პროკურატურის დღევანდელ განცხადებას რამდენიმე პირის დაკავების შესახებ, რომლებსაც ბრალად ედებათ საქართველოს მოქალაქეების თაღლითურად მოტყუება აშშ-ში უკანონო შესვლასა და დოკუმენტების გაყალბებასთან დაკავშირებით

საქართველოში აშშ-ის საელჩო მიესალმება საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ რამდენიმე პირის დაკავებას, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს ამერიკაში უკანონო შეყვანასა და საბუთების გაყალბებას უკავშირდება.

როგორც საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული, წარმატებული ოპერაცია ამერიკელი და ქართველი სამართალდამცველების მრავალთვიანი მჭიდრო თანამშრომლობის შედეგია, რისთვისაც საელჩო საქართველოს პროკურატურასა და გამოძიებაში ჩართულ ქართველ სამართალდამცავებს მადლობას უხდის.

„მივესალმებით საქართველოს გენერალური პროკურატურის დღევანდელ განცხადებას საქართველოს მოქალაქეების მოტყუების ბრალდებით რამდენიმე პირის დაკავების შესახებ, რაც აშშ-ში უკანონო შესვლასა და საბუთების გაყალბებას უკავშირდება. ეს არის აშშ-სა და საქართველოს შორის სამართალდამცავი ორგანოების რამდენიმეთვიანი მჭიდრო თანამშრომლობის შედეგი. მადლობას ვუხდით გენერალურ პროკურატურასა და გამოძიებასა და ოპერაციაში ჩართულ ქართველ სამართალდამცავ ორგანოებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები