ონის მერის მოადგილემ თამარ გაგნიძე-მაისურაძეს 90 წლის იუბილე მიულოცა

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ირმა ჩიხრაძემ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქ ონში მცხოვრები 90 წლის ქალბატონი თამარ გაგნიძე -მაისურაძე მოინახულა და დაბადების დღე მიულოცა.

თამარ გაგნიძე – მაისურაძე ათეული წლების განმავლობაში ერთგულად ემსახურებოდა ონის მუნიციპალიტეტს, მუშაობდა ონის რაიონის №10 სამკერვალო ფაბრიკაში და იყო მუდამ მოწინავე თანამშრომელი.

მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა იუბილარს ჯანმრთელობა და დღეგრძელობა უსურვეს.

ჩიხრაძის თქმით, უფროსი თაობის გამოცდილება სამაგალითოა.

“უფროსი თაობის მიერ განვლილი ცხოვრების გზა, შრომა და გამოცდილება სამაგალითოა. თითოეული მათგანი პატივისცემას და დაფასებას იმსახურებს და ამიტომაა მნიშვნელოვანი, მუდამ გრძნობდნენ ყურადღებას ჩვენგან”,- აღნიშნა ირმა ჩიხრაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები