აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში ისრაელსა და ლიბანს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს

ვაშინგტონში, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში, ისრაელისა და ლიბანის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი მიმდინარეობს.

მოლაპარაკებებში მონაწილეობენ ისრაელისა და ლიბანის ელჩები, ხოლო ამერიკულ მხარეს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველის ახალი მოადგილე მაიკ ნიდემი და სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი დენ ჰოლერი წარმოადგენენ.

შეხვედრები აშშ-ის შუამავლობით იმართება და მიზნად ისახავს ორ ქვეყანას შორის უსაფრთხოების საკითხების განხილვას, საზღვარზე არსებული ვითარების სტაბილიზაციასა და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების განმტკიცებას.

ამერიკული მხარის განცხადებით, მოლაპარაკებები რეგიონში დაძაბულობის შემცირებისა და გრძელვადიანი სტაბილურობის უზრუნველყოფისკენ გადადგმული დიპლომატიური ძალისხმევის ნაწილია.

როგორც მედია აღნიშნავს, ისრაელსა და ლიბანს შორის დაძაბულობა 2023 წლის ოქტომბრის შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზარდა, როდესაც ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზე „ჰეზბოლასა“ და ისრაელის ძალებს შორის შეტაკებები გახშირდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები