რატი იონათამიშვილი – ოპოზიციაზე: 26 მაისს მათ განიცადეს სრული ფიასკო და კრახი, ყველამ ნახა, რომ არანაირი მხარდაჭერა მათ საზოგადოების მხრიდან არ აქვთ და ერთადერთი რაც დარჩენიათ არის ის, რომ დაერიონ ერთმანეთს

სინამდვილეში 26 მაისს მათ განიცადეს სრული ფიასკო და კრახი, ყველამ ნახა, რომ არანაირი მხარდაჭერა მათ საზოგადოების მხრიდან არ აქვთ და ერთადერთი რაც დარჩენიათ არის ის, რომ დაერიონ ერთმანეთს, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა ოპოზიციის დაპირისპირებაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, იმ სიძულვილით, რომელიც ოპოზიციას გააჩნია ერთმანეთის მიმართ, ქართული საზოგადოება მარტივად გამოიტანს დასკვნას, თუ რა ზიანის მიყენება შეუძლიათ ქვეყნისთვის.

„ამ დაპირისპირებით და ურთიერთსიძულვილით, რომელიც მათ გააჩნიათ, ჩვენი საზოგადოება მარტივად გამოიტანს დასკვნას, რომ ამათ რომ რაიმე ბერკეტი ჰქონოდათ და რაღაც გადაწყვეტილებების მიღებაზე რაიმე გავლენა შეეძლოთ, რას უზამდნენ და რას დამართავდნენ ჩვენს ქვეყანას“, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

ცნობისთვის, პარტია „ფედერალისტების“ ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი პარტია „ახლის“ ყოფილ წევრს, ოპოზიციონერ მირდატ ქამადაძეს სოციალურ ქსელში დაუპირისპირდა. „ფედერალისტების“ ლიდერის გაღიზიანება ქამადაძის განცხადებამ გამოიწვია, სადაც მან თქვა, რომ გაუგებარია, რის გარშემოა გაერთიანებული ოპოზიციური ალიანსი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები