სამტრედიაში, ახლად რეაბილიტირებულ კორტებზე ჩოგბურთის სკოლა გაიხსნა

სამტრედიაში, ლაშა თევზაძის ქუჩაზე არსებულ ახლად რეაბილიტირებულ ჩოგბურთის კორტებზე, ახალგაზრდების მოთხოვნების გათვალისწინებითა და მუნიციპალიტეტის მერის, დავით ბახტაძის ინიციატივით, ჩოგბურთის სკოლა გაიხსნა.

მერიის ინფორმაციით, კომპლექსი აღჭურვილია გასახდელებით და საშხაპეებით.

ჩოგბურთის სკოლას სერტიფიცირებული მწვრთნელი სოფიო შარანგია უხელმძღვანელებს და სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები იფუნქციონირებს, მათ შორის მოყვარულთა ჯგუფები.

ჩოგბურთის სკოლის გახსნას, მუნიციპალიტეტის მერი დავით ბახტაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ნუგზარ ჯამბურია და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.

“მინდა, წარმატებები ვუსურვო საჩოგბურთო სკოლას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სხვადასხვა სპორტული სახეობა იყოს წარმოდგენილი სამტრედიაში რადგან მომავალი თაობა უნდა იყოს მრავალმხრივ განვითარებული სხვადასხვა სპორტულ სახეობაში და ყველა სპორტის სახეობა უნდა იყოს ხელმისაწვდომი. მიმდინარეობს სპორტ კომპლექსების რეაბილიტაცია რამდენიმე მათგანი უკვე რეაბილიტირებულია. სპორტი და ჯანსაღი ცხოვრება ჩვენთვის პრიორიტეტულია და ამისთვის ყოველთვის მაქსიმუმი გაკეთდება”, – აღნიშნა დავით ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები