ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიებები ქალაქის ცენტრალურ პარკში გაიმართა
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიებები ქალაქის ცენტრალურ პარკში გაიმართა. ინფორმაციას ლანჩხუთის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, მოეწყო სამეცნიერო შოუ, სახის მოხატვა, ასფალტზე ხატვა, პატარების ნამუშევრების გამოფენა, საზეიმო კონცერტი.
“პატარების სადღესასწაულო განწყობაზე ზღაპრის გმირები და ანიმატორები ზრუნავდნენ.
საზოგადოების წინაშე კულტურის ცენტრთან არსებული ჯგუფებისა და სამუსიკო სკოლების მოსწავლეები წარსდგნენ.
ღონისძიებას ლანჩხუთის მერი ალექსანდრე სარიშვილი პირველ მოადგილე ეკატერინე გუჯაბიძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძესთან ერთად დაესწრო,”- წერია ინფორმაციაში.