კიევსა და დნიპროზე რუსეთის მიერ ღამით განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა
რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქებზე, მათ შორის კიევსა და დნიპროზე, ღამით განხორციელებული მასშტაბური სარაკეტო და დრონებით შეტევის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 18-მდე გაიზარდა.
უკრაინული მხარის ინფორმაციით, დნიპროში 12 ადამიანი დაიღუპა, კიევში კი – 6. დაშავებულთა რაოდენობა 100-ს აღემატება.
თავდასხმების შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და სხვა ობიექტები.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსეთმა შეტევის დროს ათობით რაკეტა და ასობით უპილოტო საფრენი აპარატი გამოიყენა.
სამაშველო და საგანგებო სამსახურები დაზარალებულ რეგიონებში მუშაობას აგრძელებენ.