“პეტერ ფიშერის სახით ველოდებოდით გერმანელ დიპლომატს და საბოლოოდ მივიღეთ გია ხუხაშვილის უარესი ვარიანტი” – რატი იონათამიშვილი
“პეტერ ფიშერის სახით ველოდებოდით გერმანელ დიპლომატს და საბოლოოდ მივიღეთ გია ხუხაშვილის უარესი ვარიანტი”, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
როგორც დეპუტატმა განმარტა, ფიშერის განცხადებები აჩვენებს “იმ ქსენოფობიურ დამოკიდებულებას, რომელიც მას, ზოგადად, კავკასიის რეგიონის მიმართ გააჩნია”.
“ის პირები, ვინც მას ტაშით ეგებებოდნენ, უნდა გამოვიდნენ და აღიარონ ასეთი აზროვნება მათთვის მისაღებია თუ არა“, – თქვა იონათამიშვილმა.