დავით მათიკაშვილი: ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი არის უმნიშვნელოვანესი არტერია „შუა დერეფნის“, რომლის ფუნქციონირებაზეც ძალიან ბევრი რამე იქნება დამოკიდებული

“ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი არის უმნიშვნელოვანესი არტერია „შუა დერეფნის“, რომლის ფუნქციონირებაზეც ძალიან ბევრი რამე იქნება დამოკიდებული,”- ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ბევრად გაზრდის ეს მაგისტრალი, საქართველოს მნიშვნელობას როგორც გლობალური თვალსაზრისით ასევე რეგიონული თვალსაზრისითაც.

„ბუნებრივია, რომ ის თამამი შეფასებები, რომელიც ისმოდა ამ მნიშვნელოვანი სატრანსპორტო ხაზის ოფიციალურად გახსნის ცერემონიაზე, აბსოლუტურად შეესაბამება იმ რეალობას, რა რეალობის წინაშეც ჩვენ დავდექით სარკინიგზო ხაზის ამოქმედებით აზია-ევროპასთან, ევროპა-აზიასთან. კიდევ უფრო მეტი ტვირთბრუნვით, კიდევ უფრო მეტი ეკონომიკური ბენეფიტების გაცვლით იქნება დაკავშირებული და ამ ყველაფერში საქართველოს გააჩნია უმნიშვნელოვანესი ფუნქცია“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

შეგახსენებთ, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი დღეიდან ოფიციალურად ამოქმედდა. ახალი ხაზი საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის ერთობლივი სტრატეგიული პროექტია, რომელსაც მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ევროპისა და აზიის დაკავშირების გაძლიერებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები