ოზურგეთში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მრავალფეროვანი და სახალისო ღონისძიებებით აღინიშნა
ოზურგეთში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მრავალფეროვანი და სახალისო ღონისძიებებით აღინიშნა. ინფორმაციას ოზურგეთის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, კულტურისა და დასვენების პარკმა დღეს პატარებს უმასპინძლა. გაიმართა მუსიკალური, სპორტული, შემეცნებითი აქტივობები, საბავშვო კონცერტი და გათამაშებები.
“სადღესასწაულო განწყობაზე ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა, საბავშვო სტუდიებმა, ინდივიდუალურმა შემსრულებლებმა და თოჯინების თეატრის მსახიობებმა იზრუნეს.
ღონისძიებას ოზურგეთის მერი პაატა კუნჭულია და საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ.
ღონისძიება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით და კულტურისა და მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა,”- წერია ინფორმაციაში.