ირაკლი კობახიძე: სიბინძურეა, როდესაც კონკრეტული ადამიანები ბიძინა ივანიშვილს უწოდებენ ოლიგარქს
“ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ყველა ადამიანი, ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, ვინც საუბრობს, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ოლიგარქი და ის უნდა დასანქცირდეს, არის ომის პარტიის აგენტი.
მისივე თქმით, სიბინძურეა, როდესაც კონკრეტული ადამიანები ბიძინა ივანიშვილს ოლიგარქს უწოდებენ.
“როდესაც კონკრეტული ადამიანები ბიძინა ივანიშვილს უწოდებენ ოლიგარქს, ითხოვენ მის სანქცირებას, ეს არის არა მარტო უსამართლო განცხადება, უსამართლო შეფასება, ეს არის სიბინძურე და ვინც ამას აკეთებს არის სიბინძურის სამსახურში. ამას აქვს ძალიან მარტივი ახსნა და მარტივი ლოგიკა – ყველა ადამიანი, ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ, ვინც საუბრობს იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ოლიგარქი და ის უნდა დასანქცირდეს არის აგენტი, ყველა, ვინც ამას ამბობს არის ჩვეულებრივი აგენტი, ომის პარტიის აგენტი“, – განაცხადა კობახიძემ.