ლატვიაში კორუფციის საქმეზე ქვეყნის ცესკო-ს თავმჯდომარე დააკავეს

ლატვიის კორუფციასთან ბრძოლისა და პრევენციის ბიურომ (KNAB) ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, კრისტინა ბერზინა დააკავა.

ამის შესახებ Delfi წერს.

ბერზინია ცესკო-ს მიერ შესყიდვის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში დააკავეს.

ანტიკორუფციულმა სააგენტომ ინფორმაციული ტექნოლოგიების კომპანია SOAAR-ის წინააღმდეგ პროცესუალური ქმედებები ჩაატარა, რომელმაც ბოლო წლებში ცესკო-სა და სხვა სახელმწიფო დაწესებულებების დიდი ტენდერები მოიგო.

დაკავებიდან მალევე, კრისტინა ბერზინა გაათავისუფლეს, მაგრამ ცნობილია, რომ ანტიკორუფციულმა ბიურომ მიმართა საეიმს (პარლამენტს) თანამდებობიდან მისი გათავისუფლების მოთხოვნით.

უახლოეს მომავალში, ლატვიის სეიმმა ცესკო-ს ახალი შემადგენლობა უნდა გამოაცხადოს და ბერზინამ უკვე განაცხადა, რომ არ სურს, მეორე ვადით კენჭი იყაროს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები