რუმინეთის საგარეო უწყებამ საჰაერო სივრცეში რუსული დრონის შეჭრის გამო რუსეთის ელჩი დაიბარა

რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ოანა ცოუმ განაცხადა, რომ მან საგარეო უწყებაში რუსეთის ფედერაციის ელჩი რუსული დრონის მიერ საჰაერო სივრცის დარღვევის გამო დაიბარა.

საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ მომხდარი რუმინეთის სუვერენიტეტისა და საერთაშორისო სამართლის დარღვევაა.

უწყების ცნობით, რუსეთის ელჩს ოფიციალური პროტესტი გადასცეს.

რუმინეთის თავდაცვის სამინისტრომ მომხდარის გამოძიება დაიწყო.

ცოუმ ასევე აღნიშნა, რომ რუმინეთმა ინციდენტთან დაკავშირებით ევროპელ მოკავშირეებს უკვე აცნობა და მათგან სოლიდარობა მიიღო.

NATO-ს წევრმა ქვეყანამ ბოლო თვეებში არაერთხელ განაცხადა, რომ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმების ფონზე, რუსული დრონებისა და რაკეტების ნამსხვრევები მის ტერიტორიაზე აღმოჩნდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები