ურსულა ფონ დერ ლაიენი: რუსეთის აგრესიულმა ომმა კიდევ ერთი წითელი ხაზი გადაკვეთა

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ „რუსეთის აგრესიულმა ომმა კიდევ ერთი წითელი ხაზი გადაკვეთა“ მას შემდეგ, რაც რუსული დრონი რუმინეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდა და საცხოვრებელი კორპუსი დააზიანა.

ფონ დერ ლაიენის თქმით, ევროკავშირი სრულ სოლიდარობას უცხადებს რუმინეთს და რუსეთის წინააღმდეგ ზეწოლა გაგრძელდება, მათ შორის ახალი სანქციების მეშვეობით.

“რუსეთის აგრესიულმა ომმა კიდევ ერთი წითელი ხაზი გადაკვეთა. რუსული დრონის მიერ რუმინეთის მჭიდროდ დასახლებულ რეგიონზე განხორციელებული შეტევის შედეგად მშვიდობიანი მოსახლეობა დაშავდა. ეს ევროკავშირის ტერიტორიაა. რუმინეთს და რუმინელ ხალხს სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ. იმ ფონზე, როდესაც ჩვენ ვაგრძელებთ უსაფრთხოებისა და შეკავების პოლიტიკის გაძლიერებას, განსაკუთრებით ჩვენს აღმოსავლეთ საზღვარზე, კვლავ გავაგრძელებთ რუსეთზე ზეწოლის გაზრდას. სანქციების 21-ე პაკეტს ვამზადებთ“, – დაწერა ფონ დერ ლაიენმა სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები