ზუგდიდში მამაკაცმა ბენზინი ჯერ მეზობელს შეასხა, შემდეგ კი თავადაც გადაისხა – გარდაიცვალა 1 და დაშავდა 2 ადამიანი
ზუგდიდში მამაკაცმა მეზობელს ბენზინი შეასხა. ადგილობრივების ინფორმაციით, 60 წლის მამაკაცი ქუთაისის დამწვრობის ცენტრშია მოთავსებული და მისი მდგომარეობა მძიმეა.
არსებული ინფორმაციით, 75 წლის კაცმა ბენზინი თავადაც გადაისხა, ის კლინიკაში გუშინ გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცს ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა და შესაბამის დაწესებულებაში მკურნალობის კურსს გადიოდა.
ასევე, კლინიკაში იმყოფება გარდაცვლილის ძმაც, რომელმაც მეზობლების გაშველების დროს დაზიანებები მიიღო.
გავრცელებული ინფორმაციით, მეზობლებს შორის დავა ყოფით ნიადაგზე დაიწყო.
როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.