ბათუმში ძლიერი შტორმის შედეგად ბულვარის ტერიტორია დაზიანდა 

ბათუმში ძლიერი შტორმის შედეგად ახალი ბულვარის ტერიტორია, საფეხმავლო ბილიკის ნაწილი და სანაპიროზე მდებარე სავაჭრო ჯიხურები დაზიანდა. 

ბათუმის მერიის ინფორმაციით,  შტორმის შედეგად დაზიანებულ ბულვარში სალიკვიდაციო ღონისძიებები უკვე განხორციელდა.

მათივე ცნობით, უსაფრთხოების მიზნით, მოხდა დაზიანებული მონაკვეთების შემოსაზღვრა და გატარდა შესაბამისი ღონისძიებები.

„ამ დროისათვის, აქტიურად მიმდინარეობს სტიქიის შედეგად დაზიანებული მონაკვეთების აღდგენითი და დასუფთავების სამუშაოები.

შტორმისა და უხვნალექიანობის დროს სანაპირო ინფრასტრუქტურის დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, ბულვარის მიმდებარედ ზღვის სანაპირო ზოლის ხელოვნური კვება განხორციელდება.

პროექტის ფარგლებში, მდინარე ჭოროხის კალაპოტიდან ამოღებული ნატანით შავი ზღვის სანაპირო ზოლის ხელოვნური კვება მოხდება. სანაპიროზე შეტანილი იქნება 412 960 კბმ პლაჟწარმომქმნელი მასალა. სტიქიის ადგილზე იმყოფებოდა ბათუმის მერი – არჩილ ჩიქოვანი აჭარის ა. რ. სოფლის მეურნეობის მინისტრ ზაზა შავაძესთან ერთად“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები