ვლადიმერ ხინჩეგაშვილი: დიცში მიწა 2011 წელს, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს გასხვისდა

გორის მუნიციპალიტეტის მერია სოფელ დიცში გამართულ საპროტესტო აქციას ეხმაურება, ადგილობრივები წლების წინ გასხვისებული მიწის ნაკვეთის გამო შეიკრიბნენ და ხელისუფლებას დახმარება სთხოვეს.

სოფელ დიცში მოსახლეობასთან ჩავიდა გორის მუნიციპალიტეტის მერი.
ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა მოსახლეობას განუმარტა, რომ აღნიშნული მიწა 2011 წელს, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს გასხვისდა და პრობლემის გადასაჭრელად ერთადერთი გზა სასამართლო დავაა.
“ჩვენ ვიცავთ როგორც მოსახლეობის, ასევე, კერძო მესაკუთრის ინტერესებს, პირადად შევხვდი ადგილობრივებს და ვისაუბრეთ. პრობლემის გადაწყვეტა ასეთ შემთხვევაში სასამართლოს გზით დავაა. კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ, ეს მიწა 2011 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს იქნა გაყიდული,ამის დასტურად არსებობს ოფიციალური დოკუმენტებიც, მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო,რომ ტერიტორიის გასხვისებასთან ჩვენს ხელისუფლებას კავშირი არ აქვს”, – განაცხადა ხინჩეგაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები